ირაკლი ღარიბაშვილი - საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის ქვაკუთხედს წარმოადგენს
ირაკლი ღარიბაშვილი - საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის ქვაკუთხედს წარმოადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

პრემიერ-მინისტრი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ევროკავშირს მადლობას უხდის.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ასოცირების ტრიოს ფორმატში ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ევროკავშირს მადლობას ვუხდი“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დატოვე კომენტარი