ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის დროს ვინ იყო ხაზარაძე, კარგად მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო თაღლითური სქემების მსხვერპლი, ხაზარაძესთან ხდებოდა ბიზნესმენების გადაფორმება და წართმევა
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის დროს ვინ იყო ხაზარაძე, კარგად მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო თაღლითური სქემების მსხვერპლი, ხაზარაძესთან ხდებოდა ბიზნესმენების გადაფორმება და წართმევა

ვინ არის „ლელო“, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ეს კაცი არის გასამართლებული, კრიმინალი, დამნაშავე და თაღლითი, მას დაუმტკიცდა თაღლითობა, მან გაძარცვა საკუთარი ბანკი, გაძარცვა ინვესტორები და ეს ყველაფერი არის დამტკიცებული სასამართლოს მიერ. ეს ხაზარაძე ედავება ჩვენს სახელმწიფოს მილიარდ-ნახევარ დოლარს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ხაზარაძე ქვეყანას ედავება თანხას იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი ვერ ააშენა.

„ადამიანს ექვსი წელი ჰქონდა, რომ აეშენებინა, რაღაც გაეკეთებინა, გადააგდო ინვესტორები, მათი ფული გამოიყენა, თვითონ სამი მილიონი აქვთ დახარჯული, მას და მის პარტნიორ ჯაფარიძეს. ვინ იყო სააკაშვილის დროს ხაზარაძე, კარგად მოგეხსენებათ. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ამ თაღლითური სქემების მსხვერპლი. ხაზარაძესთან ხდებოდა ბიზნესმენების გადაფორმება და წართმევა. მას მე ერთხელ მაროდიორი ვუწოდე. მაროდიორობაა, როცა გაჭირვებაში მყოფ ბიზნესმენს ბიზნესს წაართმევ და გადაიფორმებ. ხაზარაძე სააკაშვილის პირადი ბანკირი და რეკეტიორი იყო. საზოგადოებას, მინდა, მივმართო, ნახეთ, ვინ ჰყავს დღეს ხაზარაძეს, გაიარეთ მისი სია, ან არის „ნაცი“. ან ყოფილი „ნაცი“ ან ევროპელი ნაცი. ყველა არის ერთი ხალხი, მანდ არაფერი ახალი არ ხდება. „ლელოს“ ტაქტიკაც იგივეა, თითქოს „ნაცები“ არ არიან, მაგრამ შეხედეთ, როგორ არის დაკომპლექტებული. თავიდან ბოლომდე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, საინტერესო არ არის ხაზარაძის ნებისმიერი განცხადება თუ კამპანია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.