ირაკლი ღარიბაშვილი - როგორ შეიძლება, რომ პატიმარზე ვიღაც გველაპარაკება, გადაიყვანეთ საზღვარგარეთ, რატომ? ეს როგორ უნდა მოხდეს საერთოდ და რატომ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე
ირაკლი ღარიბაშვილი - როგორ შეიძლება, რომ პატიმარზე ვიღაც გველაპარაკება, გადაიყვანეთ საზღვარგარეთ, რატომ? ეს როგორ უნდა მოხდეს საერთოდ და რატომ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე

როგორ შეიძლება, რომ პატიმარზე ვიღაც გველაპარაკება გადაიყვანეთ საზღვარგარეთ, რატომ? ეს როგორ უნდა მოხდეს საერთოდ და რატომ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს ქვეყანაში არის რეალური დემოკრატია, თუ რამე ევროპული მოხდა, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ნატო-ს საწვრთნელი ბაზის გახსნა, ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობას.

„ეს თემა იმდენად დახურულია, იმდენად აბსურდულია, რომ ძალიან მიჭირს, რაღაც სერიოზული კომენტარი გავაკეთო. როგორ შეიძლება, რომ პატიმარზე ვიღაც გველაპარაკება გადაიყვანეთ საზღვარგარეთ. რატომ? ეს როგორ უნდა მოხდეს საერთოდ და რატომ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. ანტიდასავლურია ყველა ის პოლიტიკა, ყველა ის გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილის მთავრობამ. იცით რატომ?! ყველაფერი რაც ხდებოდა, იყო ანტიევროპული, ანტიდასავლური, ანტიჰუმანური. უნდა გაიგო კარგად, უნდა დააფასო, დააფასო ის, რომ დღეს ქვეყანაში არის რეალური დემოკრატია. დღეს ქვეყანაში თუ რამე ევროპული მოხდა, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ნატო-ს საწვრთნელი ბაზის გახსნა, ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, „საჯარო მოხელეების მხრიდან ვოლოდიმირ ზელენსკის ლანძღვა დემოკრატიაში შედის თუ არა“, პრემიერმა განაცხადა: „მთავარი, რაც უნდა გითხრათ და ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, არის შემდეგი. ჩვენ და ყველა პატრიოტი პოლიტიკოსი უნდა იყოს მოწოდებული, ვალდებული და ასევე იძულებული უნდა გავხდეთ ყველა, რომ ქვეყნის ინტერესები გავატარებინოთ ყველა პოლიტიკოსს და არა ის მავნებლური, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ეწეოდნენ და ეწევიან სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში. თქვენ შეგიძლიათ, ყოველდღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანაზე და მის გამთლიანებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.