ირაკლი ღარიბაშვილი – როგორ შეიძლება ვიყო კონსტრუქციული იმ ადამიანებთან, რომლებსაც ბოდიშიც კი არ მოუხდიათ საქართველოს მოსახლეობისთვის ყველა იმ უბედურების გამო, რაც მათ ჩაიდინეს

14:37, 22.02.2021

როცა მომიწოდებენ, ვიყო კონსტრუქციული, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებთან ვიყო კონსტრუქციული. იმის ილუზია არ გვაქვს, რომ ამ ადამიანებს თავმოყვარეობა აქვთ და სინდისი აწუხებთ. არავითარი განცდა არ აქვთ, ბოდიშიც კი არ მოუხდიათ საქართველოს მოსახლეობისთვის ყველა იმ უბედურების გამო, რაც მათ ჩაიდინეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პირები „ახლაც არ ჩერდებიან, ახლაც ძალადობენ“.

„2019 წელს დაგეგმილი ორგანიზებული შტურმი პარლამენტზე იყო მცდელობა, რომ ჩამოქცეულიყო სახელმწიფო. მტკიცედ რომ არ დამდგარიყო მაშინ ჩვენი გუნდი, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ვინ არის დამნაშავე, ვინ არის უდანაშაულო და ასე შემდეგ. კიდევ ვიმეორებ, პოლიტიკური პარტია ვერ იქნება დამნაშავეების თავშესაფარი და ისინი ვერ შეიქმნიან ალიბს. იმედი მაქვს, იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ აქვთ გონიერება და კონსტრუქციული განწყობა და რომლებიც არიან ოპოზიციურად განწყობილი ჩვენს მიმართ, აქვთ შანსი, რომ რეალურად, აჩვენონ სახელმწიფოებრივი პოზიცია, გაემიჯნონ ამ დამნაშავე ორგანიზაციას, სააკაშვილს და მის დანაშაულებრივ ჯგუფს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი