ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს 2 მარტიდან იწყებს
ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს 2 მარტიდან იწყებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს იწყებს.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა 2 მარტს, 13:00 საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება.