ირაკლი ღარიბაშვილი - რეალური ოპოზიცია არ არსებობს, ყველა ჩაბმულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თამაშში
ირაკლი ღარიბაშვილი - რეალური ოპოზიცია არ არსებობს, ყველა ჩაბმულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თამაშში

ჩვენდა საუბედუროდ, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის დამოუკიდებელი, ისინი ემსახურებიან სხვების ინტერესებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს.

„ე.წ. გაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ არ ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს. ისინი ებრძვიან ქართველი ხალხის ინტერესებსა და სახელმწიფოს ინტერესებს. ახლა რაც შეეხება ოპოზიციის ტაქტიკას. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი და არის ერთიანი, ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები. გადახედეთ მათ ბიოგრაფიებს. გვარამია არის დამოუკიდებელი?! და სხვა ცალკე მოთამაშე, თუ ხაზარაძე, ბანდიტი და სააკაშვილის მოროდიორი?! თუ ვინ კიდევ, ნიკა მელია?! ხაბეიშვილი?! თუ ვინ?! რომელი ოპოზიციონერი არის დღეს დამოუკიდებელი საქართველოში? რომელი ემსახურება და რომელი ატარებს საკუთარ პოლიტიკას? – არცერთი, მეგობრებო. ძალიან მარტივია, ამას პატარა ბავშვი წაიკითხავს, მათ ამ ქმედებას და მათ ამ ტაქტიკას. ეს არის ჩვეულებრივი გაშლილი, ხელოვნურად ფრაგმენტირებული ოპოზიცია, რომ, საბოლოო ჯამში, მათი ილუზიებიდან გამომდინარე, ამტკიცებენ საკუთარ სიბრიყვეს, რომ რაღაც წარმატების შემთხვევაში კვლავ გაერთიანდნენ. ეს ხომ ნანახი გვაქვს. ხალხმა კარგად იცის და, საერთოდ, როცა საუბრობენ ეს ადამიანები, ჩვენ მათ ვახსენებთ ფაქტებს. მე მიყვარს ფაქტებით საუბარი. რამდენიმე გვარი ჩამოგითვალეთ და აღარ გავიმეორებ მათ გვარებს, ზედმეტი ფუფუნებაა მათთვის მათი ხსენება. ეს ადამიანები იყვნენ და არიან სააკაშვილის მსახურები და მისი ინტერესების გამტარებლები. არ არსებობს სხვა, რეალური ოპოზიცია. ყველა არის ჩაბმული, ჩართული ამ საერთო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში და მათ თამაშში. არ არსებობს სხვა, რეალური მიზანი და სხვა ოპოზიცია. ყველა არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.