ირაკლი ღარიბაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას არ უნდოდა, სახელმწიფოს მიეღო კანდიდატის სტატუსი იმ მარტივი ილუზიური გათვლით, რომ რაღაცას მოახდენდნენ, ეს არის რეალობა
ირაკლი ღარიბაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას არ უნდოდა, სახელმწიფოს მიეღო კანდიდატის სტატუსი იმ მარტივი ილუზიური გათვლით, რომ რაღაცას მოახდენდნენ, ეს არის რეალობა

რატომ არ მონაწილეობდნენ რადიკალური ექსტრემისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები 12 რეკომენდაციის შესრულებაში? ჩვენი მიზანი ხომ იყო, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, რატომ არ მიიღეს მათ ამაში მონაწილეობა? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ შესრულდეს ის ცხრა ნაბიჯი, რომელიც ქვეყანამ მიიღო.

„რატომ იღებდნენ მონაწილეობას განუწყვეტლივ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟსა და შეთქმულებაში? ეს არის მთავარი კითხვა. მათ არ უნდოდათ, რომ სახელმწიფოს მიეღო კანდიდატის სტატუსი იმ მარტივი ილუზიური გათვლით, რომ რაღაცას მოახდენდნენ. ეს არის რეალობა. რაც შეეხება ცხრა ნაბიჯის შესრულებას, რამდენიმე თვის წინ ჩემი ხელმძღვანელობით გაიმართა ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა, ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა. ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ხელისუფლებამ ზედმიწევნით სწორად და დროულად შეასრულოს ეს ცხრა ნაბიჯი. ყველაფერი ძალიან კარგად არის. მთავარია, რომ ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.