ირაკლი ღარიბაშვილი - ქოლცენტრების უკან სავარაუდოდ დგას ბატონი კეზერაშვილი, ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, მათ შორის უცხოურ მედიაშიც
ირაკლი ღარიბაშვილი - ქოლცენტრების უკან სავარაუდოდ დგას ბატონი კეზერაშვილი, ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, მათ შორის უცხოურ მედიაშიც

ქოლცენტრების უკან, ეს არ არის მხოლოდ ჩემი სპეკულაცია ან გავრცელებული ჭორი, ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, მათ შორის უცხოურ მედიაშიც იყო ამის თაობაზე სიუჟეტები მომზადებული, სავარაუდოდ დგას ბატონი კეზერაშვილი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქოლცენტრების უკან, რომელზეც გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით შვიდი ადამიანი დააკავეს, საქართველოს ხელისუფლება დგას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ საქმეზე საზოგადოება უახლოეს პერიოდში დამატებით საინტერესო დეტალებს შეიტყობს.

„ჩვენ გუშინ მოვისმინეთ მორიგი უსუსური მცდელობა, „მთავარი არხის“, გვარამიას მორიგი ბოდვა. რეალურად, ამ ქოლცენტრების უკან სავარაუდოდ დგას ბატონი კეზერაშვილი. ეს არ არის მხოლოდ სპეკულაცია ან გავრცელებული ჭორი, ეს არის დადასტურებული ინფორმაცია. უცხოურ მედიაშიც იყო ამის თაობაზე სიუჟეტები მომზადებული. მას ქოლცენტრები ჰქონდა უკრაინაში, მგონი ახლაც აქვს. აქაც ჰქონდა მცდელობა. ამ საქმის გამოძიებაში ჩვენს პროკურატურასთან ერთად ჩართულია გერმანიის პროკურატურაც. ძალიან მალე კიდევ საინტერესო დეტალებს გაიგებთ. ეს ინფორმაცია გავრცელდა ერთ-ერთ შვედურ გამოცემაში. თქვენ შეგიძლიათ, თავად  მოიძიოთ აღნიშნული ინფორმაცია, ეს არ არის ჩემი ინფორმაცია. მე მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა შვედეთის საინფორმაციო საშუალებებში. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ ამ ყველაფრის უკან დგას კეზერაშვილი, ჩვეულებრივი მძარცველი. როცა კითხვას დამისვამთ კეზერაშვილის უკანონო ბიზნესსაქმიანობაზე, იცოდეთ, რომ პასუხს გაგცემთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.