ირაკლი ღარიბაშვილი – ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ისრაელში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო
ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ისრაელში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ძალიან დამამწუხრა ისრაელში, მერონის მთაზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ და ვუთანაგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
ჩვენი ფიქრები და ლოცვები ებრაელი ხალხისკენ არის მიმართული“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Deeply saddened by the disaster that took the lives of ppl at Mount Meron, in 🇮🇱. On behalf of 🇬🇪 ppl & @GovernmentGeo my heartfelt condolences to the families & friends of the deceased & wishing speedy recovery to those injured. Our thoughts & prayers are with ppl of 🇮🇱.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) April 30, 2021