ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართული ოცნება“ არ აპირებს, მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს, ეს საკითხი დახურულია 
ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართული ოცნება“ არ აპირებს, მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს, ეს საკითხი დახურულია 

„ქართული ოცნება“ არ აპირებს, მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „უცხოელი აგენტების“ კანონის საკითხი არის დახურული.

„ეს კითხვა, სხვათა შორის, მუსირებდა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებში. მე მათ მკაფიოდ დავუდასტურე ჩვენი გუნდის სახელით ჩვენი პოზიცია, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს, მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს. ეს საკითხი არის დახურული და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს“, – განაცხადა პრემიერმა.