ირაკლი ღარიბაშვილი - ექიმების, პოლიციელების, სამხედროების თავდადებით, საზოგადოების მაღალი თვითშეგნებით, ხელისუფლების ეფექტური პოლიტიკით, დავამარცხებთ უხილავ მტერს და გაძლიერებული გამოვალთ კრიზისიდან
ირაკლი ღარიბაშვილი - ექიმების, პოლიციელების, სამხედროების თავდადებით, საზოგადოების მაღალი თვითშეგნებით, ხელისუფლების ეფექტური პოლიტიკით, დავამარცხებთ უხილავ მტერს და გაძლიერებული გამოვალთ კრიზისიდან

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ყველა იმ ადამიანის შრომას, რომელიც ახალი პოლიტიკის ფარგლებში ქმნის მყარ საფუძველს ჯარის მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.

„მინდა, აღვნიშნო ყველა იმ ადამიანის თავდაუზოგავი შრომა, რომელიც ჩვენთან ერთად, ახალი პოლიტიკის ფარგლებში ქმნის მყარ საფუძველს ჯარის მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად და დასაფასებლად, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და გასავითარებლად. ჯამში, თქვენ ყველას უდიდესი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სახელმწიფოს წარმატებულ მშენებლობაში“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით, ჩვენი სახელმწიფოებრიობის წარმატება ყოველთვის დაკავშირებული იყო  ერთიანობასა და სიმტკიცესთან.

„კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს უმთავრესი გამოწვევაა, საქართველოს პასუხი ერთ-ერთი ღირსეული და სანიმუშოაა. ჩვენი პროფესიონალი ექიმების, პოლიციელების, სამხედროების თავდადებით, ჩვენი საზოგადოების მაღალი თვითშეგნებითა და ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ეფექტური პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ უხილავ მტერს და კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვალთ ამ კრიზისიდან. მინდა, კიდევ ერთხელ, განსაკუთრეუბლი მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს, თითოეულ სამხედრო ექიმს, საინჟინრო ქვედანაყოფების წარმომადგენლებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ასრულებდით პროფესიულ სამსახურს და იდექით იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს სჭირდებოდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს “,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.