ირაკლი ღარიბაშვილი - პირველი ოქრო, ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს
ირაკლი ღარიბაშვილი - პირველი ოქრო, ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ძიუდოისტ ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიადაზე გამარჯვებას ულოცავს.

„პირველი ოქრო! ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია! ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა!

ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს!“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბექაურმა პირველ წრეში პოლონელი კუჩერა დაამარცხა, მეორე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელს, კოჩმანს მოუგო, ნახევარფინალის საგზურისთვის მოსაპოვებლად ბრძოლაში უზბეკ ბობონოვს სძლია, ნახევარფინალში კი გამარჯვება მოიპოვა როკ-ის წარმომადგენელთან, მიხაელ იგოლნიკოვთან.