ირაკლი ღარიბაშვილი - პირადად მე, ჩვენი მთავრობა მადლიერი ვართ ევროკომისარ ვარჰეის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის ერთ-ერთი ღია, ძლიერი მხარდამჭერია
ირაკლი ღარიბაშვილი - პირადად მე, ჩვენი მთავრობა მადლიერი ვართ ევროკომისარ ვარჰეის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის ერთ-ერთი ღია, ძლიერი მხარდამჭერია

პირადად მე, ჩვენი მთავრობა ძალიან მადლიერი ვართ ევროკომისარ ვარჰეის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსის ერთ-ერთი ღია, ძლიერი მხარდამჭერია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მისი გზავნილია, რომ საქართველო, ხალხი, ხელისუფლება იმსახურებს სტატუსს, რადგან გააკეთეს მაქსიმუმი, რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში.

„გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა კომისარ ვარჰეისთან. მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ მე პირადად, ჩვენი მთავრობა ძალიან მადლიერია კომისარ ვარჰეის, რომელიც არის ერთ-ერთი ღია, ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის და მხარდამჭერი იმისა, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩემი გზვნილი არის მარტივი, მე ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩვენ ვიმსახურებთ სტატუსს, ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, რადგან ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში. რა თქმა უნდა, ძალიან რთული სიტუაციაა მთელ მსოფლიოში. უკრაინის ომის გარდა, მოგეხსენებათ, სიტუაცია ძალიან დაიძაბა ახლო აღმოსავლეთში, ამ ყველაფერს ექნება თავისი შედეგები ჩვენს რეგიონზე, მთლიან მსოფლიოზე. ამიტომ ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა დავდგეთ ძლიერად, მტკიცედ, გავაგრძელოთ რეფორმები. ჩვენს ევროპელ კოლეგებს ვუთხარი, რომ სტატუსის მონიჭების შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ ამ რეფორმებს, კოორდინაციას ევროპელებთან. ვფიქრობ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მაგრამ უნდა დაველოდოთ და საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.