ირაკლი ღარიბაშვილი - პედრო სანჩესი საქართველოში მოვიწვიე, შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გავმართავთ ბიზნესფორუმს, რათა მეტად დავაინტერესოთ ესპანური კომპანიები საქართველოს ბიზნესკლიმატით
ირაკლი ღარიბაშვილი - პედრო სანჩესი საქართველოში მოვიწვიე, შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გავმართავთ ბიზნესფორუმს, რათა მეტად დავაინტერესოთ ესპანური კომპანიები საქართველოს ბიზნესკლიმატით

ჩემი კოლეგა პედრო სანჩესი საქართველოში მოვიწვიე და შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გავმართავთ ბიზნესფორუმს, რათა კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ესპანური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნესკლიმატით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხებზე, ასევე მიმოვიხილეთ ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიც არის კოვიდპანდემიასთან ბრძოლა და ორმხრივი ურთიერთობები ეკონომიკის დარგში. ჩემი კოლეგა საქართველოში მოვიწვიე და ასევე შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გავმართავთ ბიზნესფორუმს, რათა კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ესპანური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნესკლიმატით. ჩვენი მონაწილეობა FITUR-ის გამოფენაზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მსოფლიო უკვე იხსნება და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ტურისტები საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.