ირაკლი ღარიბაშვილი პანდემიის დროს გამოჩენილი ორგანიზებული და დისციპლინური მზაობისთვის ქართველ სამხედროებს მადლობას უხდის
ირაკლი ღარიბაშვილი პანდემიის დროს გამოჩენილი ორგანიზებული და დისციპლინური მზაობისთვის ქართველ სამხედროებს მადლობას უხდის

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიისას ორგანიზებული მზაობისთვის ქართველ სამხედროებს მადლობას უხდის.

ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

„მინდა, ასევე კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სამხედროებს კორონავირუსის მსოფლიო პანდემიისას გამოჩენილი ორგანიზებული და დისციპლინური მზაობისთვის. რამდენიმე რიცხვს დაგისახელებთ, რომელიც მკაფიოდ აჩვენებს ჩვენი სამხედროების შესრულებულ სამუშაოს – 22 მარტიდან მოყოლებული საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, 1 მილიონ 700 ათას ავტომანქანას ჩაუტარეს სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები, დაამუშავეს ხსნარით და 2 მილიონ 500 ათას ადამიანს ჩაუტარეს თერმოსკრინინგი ჩვენმა სამხედრო ექიმებმა. ჩვენ გვქონდა მოწყობილი, პოლიციასთან ერთად, 85 საკონტროლო-გამშვები პუნქტი და 24 საათიან რეჟიმში ვაკონტროლებდით მთელს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით, შედეგად სამხედროებმა, პოლიციელებმა და ექიმებმა ერთად ეფექტიანად განახორციელეს ყველა საპრევენციო ზომა და საკონტროლო ღონისძიებები.