ირაკლი ღარიბაშვილი - პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია, მხარდაჭერას ვუცხადებ ნათია თურნავას
ირაკლი ღარიბაშვილი - პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია, მხარდაჭერას ვუცხადებ ნათია თურნავას

მოკლევადიან უახლოეს გეგმაში უმთავრესია პანდემიასთან ბრძოლა, ისე როგორც ჯანდაცვითი, ასევე მძიმე ეკონომიკური შედეგების დაძლევა. ნათია თურნავას კიდევ ერთხელ მხარდაჭერას ვუცხადებ ამ ტრიბუნიდან, ვინაიდან ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობა ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება, რომ ბიზნესს მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს, არც ერთი საკითხი არ დარჩეს გადაუწყვეტელი. საკითხებს სჭირდება დროული გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად სამთავრობო დონეზე“, – აღნიშნა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა.