ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციისთვის მორიგი მარცხი რთულად მისაღები იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს​, ეს ბევრს ნიშნავს და უნდა იყოს მათთვის მორიგი გაკვეთილი
ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციისთვის მორიგი მარცხი რთულად მისაღები იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს​, ეს ბევრს ნიშნავს და უნდა იყოს მათთვის მორიგი გაკვეთილი

ოპოზიციისთვის მორიგი მარცხი რთულად მისაღები იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და არჩევნებში​ მარცხდები​, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ ეს უნდა იყოს მათთვის მორიგი გაკვეთილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ქვეყანას აქვს სამი წელი მშვიდობიანი განვითარებისთვის.

„კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ მათთვის უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი.

ჩვენ ახლა გვაქვს სამი წელი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი. კიდევ ერთხელ მინდა. მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, ეს კარგად გავაცნობიეროთ. დადგა დრო, საკუთარი პირადი, ვიწროპარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს სახელმწიფოს, ხალხის ინტერესები და არა ვიწროპარტიული ინტერესები. ამიტომ, თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატების გამართვა, ამისთვის ადგილი არის პარლამენტი. ჩვენ – მთელი მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა, მზად ვართ, კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა. ჩვენი გამარჯვება საერთო გამარჯვებაა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.