ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიცია სრული კრახისთვის ემზადება
ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიცია სრული კრახისთვის ემზადება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიცია სრული კრახისა და არჩევნებში მორიგი დამარცხებისთვის ემზადება.

მისივე თქმით, არ არსებობს რეალური, ნამდვილი ოპოზიცია, არამედ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფები და სატელიტები არიან.

„მინდა, გითხრათ ჩემი მოსაზრება, და ეს არის ჩვენი საერთო მოსაზრება, რომ არ არსებობს ცალკე აღებული არც ხაზარაძე, არც სხვა რეალური, ნამდვილი ოპოზიცია, ესენი არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფები, სატელიტები, როგორც გინდათ, ისე მოიხსენიეთ ეს ადამიანები. ოპოზიცია ემზადება სრული კრახისა და მორიგი წაგებისთვის. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ საუბარი გვაქვს ყველაზე ანტიეროვნულ, ანტიქართულ მოვლენაზე, რომელმაც ყველაზე დიდი უბედურება დამართა ჩვენს ქვეყანას. ეს არის აგვისტოს ომი და ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს და გასწირა ჩვენი ხალხი ამ ომისთვის. გარდა ამისა, გახსოვთ, ყველამ კარგად იცით მათი მემკვიდრეობა, ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, საშინელი ტერორი და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.