ირაკლი ღარიბაშვილი - ომში ჩართვაზე, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირების საჯარო განცხადებების გარდა, კიდევ მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც, სამწუხაროდ, საჯაროდ არ ითქმის
ირაკლი ღარიბაშვილი - ომში ჩართვაზე, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირების საჯარო განცხადებების გარდა, კიდევ მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც, სამწუხაროდ, საჯაროდ არ ითქმის

უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა, საჯაროდ განაცხადეს, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ომში ჩართვის თემაზე ბევრი რამ არის, რაც ითქმის საჯაროდ, ბევრი კი არ ითქმის.

„რაც შეეხება ომში ჩართვის თემას, ძალიან ბევრი რაღაც ითქმის, საჯაროდ ბევრი არ ითქმის. ერთს გეტყვით მთავარს, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა, საჯაროდ განაცხადეს, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაღუპულიყვნენ, არამედ ქართველებიც, ეს ფრონტი და ეს ომი უნდა გადავიდეს საქართველოშიც, ეს იყო მისი ოფიციალური განცხადება. ამის გარდა, ჩვენ ძალიან ბევრი ანალოგიური განცხადება მოვისმინეთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც, სამწუხაროდ, არ ითქმის საჯაროდ, მაგრამ მადლობა ღმერთს, დღეს ქვეყანაში არის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ჩვენ, ყველანი, ხელისუფლება, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი, უზენაესი არის ჩვენი ხალხის, ქვეყნისა და საქართველოს ინტერესები. ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, ყველა ხალხს ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.