ირაკლი ღარიბაშვილი - ომის დაწყების თარიღზე შეგიძლიათ, გაეცნოთ იმდროინდელი პრეზიდენტის ბრძანებას, სადაც უწერია 8 აგვისტო, 2012 წლამდე 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ომის დაწყების თარიღს
ირაკლი ღარიბაშვილი - ომის დაწყების თარიღზე შეგიძლიათ, გაეცნოთ იმდროინდელი პრეზიდენტის ბრძანებას, სადაც უწერია 8 აგვისტო, 2012 წლამდე 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ომის დაწყების თარიღს

2012 წლამდე 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ოფიციალურად ომის დაწყების თარიღს. ეს უნდა შეახსენოთ საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს, რატომ არის სადავო 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღი.

„„ფორმულას“ მფლობელი იყო მაშინ მინისტრი, რომელიც ჯარმა ნახა ბევრჯერ გამოქცეული და გამოქცეული, საუბედუროდ და სამარცხვინოდ. თარიღებს რაც შეეხება, შეგიძლიათ, გაეცნოთ იმდროინდელი პრეზიდენტის ბრძანებას, სადაც პირდაპირ უწერია 8 აგვისტო. 2012 წლამდე 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ოფიციალურად ომის დაწყების თარიღს. მაშინ ესეც უნდა შეახსენოთ საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.