ირაკლი ღარიბაშვილი – ოლივერ ვარჰეისთან განვიხილეთ ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება პოლიტიკური, ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
როგორც მთავრობის მეთაური წერს, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის მზარდი სამხედრო აქტიურობა რეგიონში მოითხოვს ევროკავშირის უფრო პროაქტიულ ჩართულობას.
„ოლივერ ვარჰეისთან ერთად განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებასთან დაკავშირებით, რათა 2024 წელს შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ რუსეთის მზარდი სამხედრო აქტიურობა რეგიონში მოითხოვს ევროკავშირის უფრო პროაქტიულ ჩართულობას“, – წერს პრემიერ-მინისტრი.
Discussed 🇬🇪’s progress on the path of 🇪🇺 integration @OliverVarhelyi & our determination to enhance political & econ reforms to file for #EU membership in 2024. Stressed that Russia’s growing military presence in the region calls for a more proactive engagement of the EU. pic.twitter.com/580O9gPWAM
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) March 16, 2021