ირაკლი ღარიბაშვილი ნიკორწმინდის ეპისკოპოსს, ვახტანგს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ნიკორწმინდის ეპისკოპოსს, ვახტანგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში, ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურს ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა, ვახტანგმა უმასპინძლა.

ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა პრემიერ-მინისტრი დალოცა და წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.