ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს როჯერ ფედერერთან გამარჯვებას ულოცავს
ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს როჯერ ფედერერთან გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს როჯერ ფედერერთან გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს ლეგენდარულ ჩოგბურთელთან როჯერ ფედერერთან ისტორიულ გამარჯვებას“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.