ირაკლი ღარიბაშვილი – ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა განვიხილეთ, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისთვის და განვითარების მეტი შესაძლებლობისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაური წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა განიხილეს, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისათვის და განვითარების მეტი შესაძლებლობისთვის.
„სომხეთის რესპუბლიკაში ჩემი ვიზიტის ფარგლებში პროდუქტიული საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისათვის და განვითარების მეტი შესაძლებლობისთვის”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
In the frames of my visit to 🇦🇲 held productive talks w/PM @NikolPashinyan. Discussed bilateral cooperation, new peace initiative for South Caucasus region & 🇬🇪’s readiness to pursue active mediation to create more opportunities for sustainable peace & development in the region. pic.twitter.com/MzQnELAsGV
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 10, 2021