ირაკლი ღარიბაშვილი – ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის კანცლერთან, განვიხილეთ 12-ვე რეკომენდაციის განხორციელების ნაწილში საქართველოს პროგრესი

06:18, 19.09.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, განიხილეს 12-ვე რეკომენდაციის განხორციელების ნაწილში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

„გაერო-ს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან, სადაც განვიხილეთ 12-ვე რეკომენდაციის განხორციელების ნაწილში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

საუბრისას მადლობა გადავუხადე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსადმი გერმანიის მიერ გამოხატული ძლიერი მხარდაჭერისა და ჩვენი მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისადმი გამოთქმული მზაობისთვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი