ირაკლი ღარიბაშვილი - ნატო-სთან დაკავშირებით უნდა შევიქმნათ სწორი მოლოდინი, ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ მზად
ირაკლი ღარიბაშვილი - ნატო-სთან დაკავშირებით უნდა შევიქმნათ სწორი მოლოდინი, ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ მზად

ნატო-სთან დაკავშირებით უნდა შევიქმნათ სწორი მოლოდინი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

მისი თქმით, არ არის სწორი ცრუ მოლოდინის შექმნა.

„რაც შეეხება ნატოსთან ურთიერთობას და მოლოდინს, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ უნდა შევიქმნათ სწორი მოლოდინი. არ შეიძლება, მოსახლეობას ცრუ მოლოდინი გავუჩინოთ და შემდეგ იმედები გავუცრუოთ. ეს არის უდიდესი შეცდომა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იქნა დაშვებული. ჩვენ მსგავსი პოლიტიკა არ გვაქვს, პირიქით, ჩვენ ნატო-სთან მჭიდრო კოორდინაციით, მჭიდრო კომუნიკაციით ვატარებთ სწორ პოლიტიკას, სწორი კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან, მათი ინფორმირებულობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, რომ შევაჯამოთ ჩვენი პოლიტიკა, ვიტყოდი ორ სიტყვაში – ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ მზად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი