ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება 
ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებია.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს ალიანსის შტაბბინაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე სიტყვით გამოვა ავღანეთში საერთაშორისო მისიის მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე. საკუთარ მიმართვაში ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და მასში საქართველოს წვლილზე ისაუბრებს.