ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩეა ჯეოანას შეხვდა.

შეხვედრა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელიც ესწრება.

მინისტერიალის ბოლო დღეს, ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭო მტკიცე მხრდაჭერის ოპერაციულ პარტნიორ ქვეყნებთან და პოტენციურ პარტნიორ ქვეყნებთან მართავს შეხვედრას.

ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისია, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წვრთნას და აღჭურვას ისახავს მიზნად.