ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის დღევანდელ სამიტში მონაწილეობის მიღებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს ნატო-ს შტაბბინაში უმასპინძლებს.
შეხვედრის შემდეგ, მხარეები ჟურნალისტებისთვის კომენტარს გააკეთებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი განცხადებები თბილისის დროით 13:00 საათზეა დაგეგმილი.