ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაცმოძრაობას“ და მათ ლობისტებს ავიწყდებათ, რომ ხალხი არის ბრძენი, ვეღარ მოატყუებს ვერც სააკაშვილი, ვერც ხაზარაძე და ვერც მისნაირი ლუზერები
ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაცმოძრაობას“ და მათ ლობისტებს ავიწყდებათ, რომ ხალხი არის ბრძენი, ვეღარ მოატყუებს ვერც სააკაშვილი, ვერც ხაზარაძე და ვერც მისნაირი ლუზერები

მინდა, შევახსენო საზოგადოებას ცნობილი პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2016 წელს ხაზარაძეს მიანდო, ანაკლიის პორტს ვგულისხმობ, მან ჩააგდო ეს პროექტი, ვერ განახორციელა. მთავრობა ელოდებოდა ხუთი თუ ექვსი წელი და ამის შემდეგ ეს ადამიანი წავიდა სასამართლოში, უჩივლა ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს და ედავება მილიარდ 500 მილიონ დოლარს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძეს ქვეყნის და ხალხის გაძარცვა აქვს გამიზნული.

„როდესაც ხაზარაძე საუბრობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და რაღაც მუქარებს აჟღერებს, პროკურორია ეს ადამიანი? როგორ ბედავს ასეთი განცხადებების გაკეთებას? რეპრესიებს აანონსებს ეს არარაობა, თაღლითობაში მხილებული ადამიანი? ყველაფერი ნათელია, ეს არის ძალიან მარტივი, „ნაცმოძრაობის“  და მათი ლობისტების მიერ აპრობირებული მეთოდი, მათი მიზანია ახლა ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანა, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი, რომ ჩვენი ხალხი არის ბრძენი და ჩვენს ხალხს ვეღარ მოატყუებს ვერც სააკაშვილი, ვერც მისი მფარველები, ვერც ლობისტები, ვერც ხაზარაძე და მისნაირი ლუზერები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.