ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი კანდიდატებისთვის ხმის მიცემა დღეს რეალურად დიდი სირცხვილია
ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი კანდიდატებისთვის ხმის მიცემა დღეს რეალურად დიდი სირცხვილია

„ნაციონალური მოძრაობისთვის“, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა და ხმის მიცემა დღეს რეალურად არის დიდი სირცხვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხობში განუცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატებსა და შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობს.

მთავრობის მეთაურმა კონკრეტულად ხობის მუნიციპალიტეტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მუნიციპალიტეტში, მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

„აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს საარჩევნოს შტაბის წევრებთან. ხობში ძალიან მაგარი განწყობაა. ჩვენ აქ ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ პირველ ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, თუმცა გასაგებია, სხვადასხვა ფაქტორის გამო აქ მეორე ტური მოგვიწია, თუმცა სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული და მეორე ტურში ჩვენი კანდიდატი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ხობმა ძალიან კარგად იცის, რომ მჩაგვრელ და ბოროტ ძალას არავითარი პერსპექტივა არ აქვს ქვეყანაში.

დღეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და მათი კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა და ხმის მიცემა რეალურად არის დიდი სირცხვილი, ასე ვიტყოდი პირდაპირ.

ასე რომ, მინდა, ჩვენი ხობის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო, მაქსიმალური ყურადღება იქნება მომართული ხობის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები რეგიონების განვითარების მიმართულებით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ ქვეყანას დავამშვიდებთ, ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას და რეალური მათი პრობლემების გადაჭრას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი