ირაკლი ღარიბაშვილი - მზად ვართ, საქართველოსა და ქუვეითს შორის ყველა მიმართულებით გავაფართოვოთ კავშირები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ საბაჰთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზად არის ქუვეითთან ყველა მიმართულებით გააფართოვოს კავშირები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში.
„არაჩვეულებრივი იყო პრემიერ-მინისტრ საბაჰ-ალ-ჰალიდ ალ-საბაჰთან შეხვედრა და ყველა ინსტიტუციურ დონეზე ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების გზების საფუძვლიანი განხილვა. მზად ვართ, ყველა მიმართულებით გავაფართოვოთ კავშირები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.