ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობის ვალი შემცირებულია, ორი წლის წინ მთავრობის ვალი 60%-ზე მეტს შეადგენდა მშპ-სთან მიმართებით, რომელიც თითქმის 38%-ზეა ჩამოსული
მთავრობის ვალი არის შემცირებული. მინდა, შევახსენო ყველას, ორი წლის წინ მთავრობის ვალი 60%-ზე მეტს შეადგენდა მშპ-სთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი.
„ეს პროცესი ძალიან აქტიურად დავიწყეთ, შემცირების პროცესი დავიწყეთ და თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი. დეფიციტი, რა თქმა უნდა, შემცირებულია, აღარ გავიმეორებ, ყველას მოგეხსენებათ კარგად, რომ სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. ჩვენი სახელმწიფოს რეზერვები, ეროვნული რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე, 5.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.