ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე, ამ პირობებში მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ხალხის დაკვეთაა მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გადარჩენა
ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე, ამ პირობებში მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ხალხის დაკვეთაა მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გადარჩენა

დღეს მსოფლიო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ამ პირობებში მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ხალხის დაკვეთაა მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გადარჩენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის თაობაზე.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრებმა განცხადებები გააკეთეს.

„ამის თაობაზე გუნდის წევრებმა გააკეთეს განმარტება და განცხადებები. მინდა, გითხრათ მთავარი – დღეს მსოფლიო, მთელო სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება არ არის გადაჭარბებული, ეს არ არის სპეკულაცია. დღითი დღე ჩვენ ვუყურებთ მეტ კონფრონტაციას, დაძაბულობას და მეტ ესკალაციას. ამ პირობებში, ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის, მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.