ირაკლი ღარიბაშვილი - მოუთმენლად ველოდები ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ, შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს
ირაკლი ღარიბაშვილი - მოუთმენლად ველოდები ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ, შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს

მოუთმენლად ველოდები ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაური ესპანეთის მეფის მიერ ნატო-ს სამიტის ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს დაესწრო, რომელსაც ესპანეთის მეფე ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია მასპინძლობდნენ.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტის ფარგლებში, მერგო პატივი ესპანეთის მეფის მიერ ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს დავსწრებოდი, რომელსაც მათი უდიდებულესობები – ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია მასპინძლობდნენ. მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

დატოვე კომენტარი