ირაკლი ღარიბაშვილი - მომდევნო წლებში კიდევ უფრო გავაძლიერებთ სამედიცინო შესაძლებლობებს
ირაკლი ღარიბაშვილი - მომდევნო წლებში კიდევ უფრო გავაძლიერებთ სამედიცინო შესაძლებლობებს

მომდევნო წლებში კიდევ უფრო გავაძლიერებთ სამედიცინო შესაძლებლობებს, – განაცხდა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც თავდაცვის ძალების სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, 2020 წელს უწყებამ შეიძინა 24 ერთეული მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, სარდლობებში შეიქმნა შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორიები და გაუმჯობესდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეების კორონავირუსის მართვისა და პრევენციის პროცესში ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ შეიქმნება სადეზინფექციო საშუალებების, პირადი ჰიგიენისა და დამცავი საშუალებების დამატებითი მარაგები; გაძლიერდება ჰოსპიტალური სექტორი; გაიზრდება საწოლფონდი, ასევე უწყება შეისყიდის ხელოვნური სუნთქვის აპარატებს; ყოველდღიური ტესტების რაოდენობა კი, 10-ჯერ მოიმატებს.