ირაკლი ღარიბაშვილი - მომდევნო წლებში ჩვენი პრიორიტეტი იქნება ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარება
ირაკლი ღარიბაშვილი - მომდევნო წლებში ჩვენი პრიორიტეტი იქნება ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარება

მომდევნო წლებში ჩვენი პრიორიტეტი იქნება ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წელს პირველად ქართული ჯარის ისტორიაში, თავდაცვის ძალები საქართველოში წარმოებული 40-მდე სამხედრო მანქანით აღიჭურვა.

მისი განცხადებით, შემდგომ წლებში სსსტც „დელტა“ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შექმნას გააძლიერებს.

მინისტრობის კანდიდატმა ლოჯისტიკური საშუალებების მოდერნიზაციაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ლოჯისტიკური საშუალებების მოდერნიზაციის კუთხით და ე.წ. საბჭოთა კავშირის სპეცტექნიკის თანამედროვე ბრენდებით ჩანაცვლების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება ცნობილ ბრენდებთან, რომლის ფარგლებში  500 ერთეული სპეცტექნიკა შევიძინეთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი