ირაკლი ღარიბაშვილი - მოხერხება ხომ უნდა, კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და გახდა სააკაშვილის მარიონეტი
ირაკლი ღარიბაშვილი - მოხერხება ხომ უნდა, კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და გახდა სააკაშვილის მარიონეტი

მოხერხება ხომ უნდა, კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და გახდა სააკაშვილის მარიონეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასა და მისი გუნდის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

კითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებდა გამოთქმულ ეჭვებზე, რომ ფარულ ჩანაწერებთან შესაძლოა, გიორგი გახარიას გუნდი იყოს კავშირში, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „მარტივი ასახსნელია მათი მოღალატეობრივი ჩართულობა ამ პროცესში“.

„მე გავაკეთე გუშინ კომენტარი და ჩემი მოსაზრება გამოვთქვი. მე აღარ მსურს ზედმეტი კომენტარების გაკეთება გარკვეული ადამიანების მოსაზრებებზე, კომენტარებზე. ხალხმა ყველაფერი კარგად იცის. ძალიან მარტივი ასახსნელია მათი ეს პროვოკაცია, მათი მოღალატეობრივი ჩართულობა მთელ ამ პროცესში და მათი ბუნებრივი მოკავშირეობა სააკაშვილთან. ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და გახდა სააკაშვილის მარიონეტი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.