ირაკლი ღარიბაშვილი – მჯერა, დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ღირსეულად გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გვხვდება

20:33, 19.09.2021

მჯერა, რომ თქვენთან ერთად ღირსეულად გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გვხვდება, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრს დაზვერვის სამსახურის უფროსმა შალვა ლომიძემ სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის, ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და პირადი შემადგენლობის სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე დაათვალიერა სამსახურის შენობა, რომლის მშენებლობასაც 2014 წელს, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი