ირაკლი ღარიბაშვილი - მივმართავ ყველას, ნურავის გექნებათ ილუზია, რომ აქ ვინმე რამეს მოაწყობს, პატარა გადაცდომა იქნება და ყველა მკაცრად დაისჯება, ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში
ირაკლი ღარიბაშვილი - მივმართავ ყველას, ნურავის გექნებათ ილუზია, რომ აქ ვინმე რამეს მოაწყობს, პატარა გადაცდომა იქნება და ყველა მკაცრად დაისჯება, ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში

მინდა, ყველას მივმართო: ნურავის გექნებათ ილუზია, რომ აქ ვინმე რამეს მოაწყობს, პატარა გადაცდომა იქნება და ყველა მკაცრად დაისჯება, ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილი განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი არის ადგილი, სადაც შეიძლება, გაიმართოს დისკუსია, დანარჩენი ყველაფერი არჩევნებზე უნდა გადაწყდეს.

„ბიძინა ივანიშვილს ჩვენს ქვეყანაში საკუთარი ჯიბიდან დახარჯული აქვს სამი მილიარდი დოლარი ქველმოქმედებაში. მან თავი გადადო და ეს საშინელი რეჟიმი მოაშორა, ჩვენი ხალხი გაათავისუფლა ჩაგვრისგან და უბედურებისგან. ეს რომ არ გაეკეთებინა 2012 წელს, დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა. ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ არ მოსულიყვნენ ქვეყანაში, დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა. დღეს იქნებოდა ისევ მანიაკი სააკაშვილი ხელისუფლებაში, არც უვიზო რეჟიმი იქნებოდა, არც სტატუსი, გვექნებოდა უბედურება და განადგურებული ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მივმართო: ნურავის გექნებათ ილუზია, რომ აქ ვინმე რამეს მოაწყობს. პატარა გადაცდომა იქნება, ყველა მკაცრად დასჯილი იქნება. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. პარლამენტი არის ადგილი, სადაც შეიძლება, გაიმართოს დისკუსია, დანარჩენი ყველაფერი არჩევნებზე უნდა გადაწყდეს. არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე და კითხვა არ დარჩება. ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას. ჩვენ ხელმეორედ არ დაგანგრევინებთ ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.