ირაკლი ღარიბაშვილი - მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას, 27 ოქტომბერს შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე
ირაკლი ღარიბაშვილი - მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას, 27 ოქტომბერს შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე

მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ყველა ის უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დამკვიდრებული, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.

„მინდა, ჩვენს მოსახლეობას მივმართო, 27 ოქტომბერს გაიმართება დიდი შეკრება თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე. მინდა, ყველას მივმართო, თითოეულ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ყველა ის უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დამკვიდრებული ქვეყანაში ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას, ყველას მივმართავ, ჩვენს მხარდამჭერებს, ამომრჩეველს, შევიკრიბოთ 27 ოქტომბერს 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არ არის კონტრაქცია, როგორც ამას ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მუნიციპალიტეტში ძლიერი, დიდი განსხვავებით უნდა მოიგოს არჩევნები და ამ მიზნით უნდა ჩატარდეს დიდი და მშვიდობიანი აქცია.

„27 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის მიზანი არის შემდეგი: მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სურვილი და ამოცანაა, მაქსიმალური მობილიზაცია გამოვაცხადოთ და ჩვენი ყველა ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. ახლა არ არის მოდუნების დრო. ვიცი, რომ ყველას, მათ შორის ჩვენს ამომრჩეველს სჯერა, რომ ამ არჩევნებს, მეორე ტურებს ყველგან მოვიგებთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ძლიერი მოგება და ყველა მუნიციპალიტეტში ძლიერი, დიდი განსხვავებით მოვიგოთ არჩევნები. სწორედ ამ მიზნით უნდა ჩავატაროთ  დიდი, მშვიდობიანი აქცია. ეს არ არის საპროტესტო აქცია. გავიგე, რომ ოპოზიციონერების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს არის  კონტრაქცია. ეს არის ჩვეულებრივი მშვიდობიანი აქცია. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.