ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში ლატვიელ კოლეგას შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში ლატვიელ კოლეგას შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს განაგრძობს. ლატვიელ კოლეგასთან არტის პაბრიკსთან ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სფეროში საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ორმხრივ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

ღარიბაშვილმა ლატვიელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

საუბარი შეეხო შავი ზღვის სტაბილურობის გაძლიერებაში საქართველოს მიერ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებს, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ლატვიის მხარის ჩართულობას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნატოს მეტად წარმოდგენას საქართველოში. ამ მხრივ მან საქართველოში დაგეგმილ სწავლებებში ლატვიელი სამხედროების აქტიურ მონაწილეობასა და ჰიბრიდული საფრთხეების გასამკლავებლად ლატვიასთან გაძლიერებულ პრაქტიკულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.