ირაკლი ღარიბაშვილი - შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს მოწერილი ხელი შეთანხმებაზე, რაც შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციისა და ვითარების დამშვიდებისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს მოწერილი ხელი შეთანხმებაზე, რაც შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციისა და ვითარების დამშვიდებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ხელისუფლების მხრიდან შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნება ასრულებს ყველა ვლდებულებას, რომელიც შეთანხმებაშია გათვალისწინებული.

ამასთან, მთავრობის მეთაურის განმარტებით, მიშელთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს მოწერილი ხელი 19 აპრილის შეთანხმებაზე, რაც შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და ზოგადად, ვითარების დამშვიდებისთვის.

„პრეზიდენტ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა. უპირველესად, მე მას მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ მოტივირებული და მივყვებით ამ პროცესს. ჩვენი მხრიდან ყველა ვლდებულება შესრულდა, სრულდება ის პირობები, რომლებიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში. აქვე, მე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი აღნიშნულ შეთანხმებაზე, რაც ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და ზოგადად, სიტუაციის დამშვიდებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა საქართველოში სტაბილური ვითარების, მშვიდობის შენარჩუნება, ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც ჩვენ გავუზიარეთ პრეზიდენტ მიშელს და ამაზე სრული თანხმობა გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.