ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა აბიტურიენტს, ვიმედოვნებ, თითოეული თქვენგანი საუკეთესოდ გაართმევს თავს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ამოცანას
ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა აბიტურიენტს, ვიმედოვნებ, თითოეული თქვენგანი საუკეთესოდ გაართმევს თავს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ამოცანას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს. მთავრობის მეთაური ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა აბიტურიენტს. იმედს გამოვთქვამ, თითოეული თქვენგანი საუკეთესოდ გაართმევს თავს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ამოცანას და საფუძველს ჩაუყრის საკუთარ პროფესიულ წარმატებას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო.

დატოვე კომენტარი