ირაკლი ღარიბაშვილი - მედიკამენტების ფასები საჭიროებს დარეგულირებას, გონივრულ ჩარჩოებში მოქცევას, საკითხს უმოკლეს ვადაში სამუშაო ჯგუფის ფორმატში დავუბრუნდებით
ირაკლი ღარიბაშვილი - მედიკამენტების ფასები საჭიროებს დარეგულირებას, გონივრულ ჩარჩოებში მოქცევას, საკითხს უმოკლეს ვადაში სამუშაო ჯგუფის ფორმატში დავუბრუნდებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მედიკამენტების ფასების გონივრულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს და აღნიშნულ საკითხს სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილავენ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, შესაძლებელია, მოხდეს ევროკავშირის რეგულაციების ანალოგიური მიდგომების შემუშავება.

„მე რაც მაინტერესებს, მაგალითად, ევროკავშირის ანალოგები შეიძლება, გადმოვიღოთ, როგორ რეგულირდება აღნიშნული საკითხი და ასე შემდეგ. აღნიშნული საკითხი არის მიშვებული და უზარმაზარი მარჟებით, უზარმაზარი მოგებით მუშაობენ და ზრდიან მედიკამენტის ფასს ისე, რომ არავითარი კონტროლი და არავითარი რეგულაციების საშუალება არ გვაქვს, რაც მიუღებელია და საჭიროებს გარკვეულ გონივრულ ჩარჩოებში მოქცევას, საკითხის დარეგულირებას. გპირდებით, რომ ამას სამუშაო ჯგუფის ფორმატში აუცილებლად დავუბრუნდებით უმოკლეს ვადაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი