ირაკლი ღარიბაშვილი - მე უნდა მიჩივლოს გიორგი გახარიამ? ნამდვილად არ არის საინტერესო
ირაკლი ღარიბაშვილი - მე უნდა მიჩივლოს გიორგი გახარიამ? ნამდვილად არ არის საინტერესო

ვის უნდა უჩივლოს, მე უნდა მიჩივლოს გიორგი გახარიამ? მგონი, არასწორ კითხვას ამბობთ, ნამდვილად  არ არის საინტერესო, – ამის  შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერმა უპაასუხა ჟურნალისტის კითხვას: „გიორგი გახარია აპირებს, გიჩივლოთ ცილისწამებისთვის, თუ აპირებთ გამოკითხვაზე მისვლას?“.

„რა საკითხზე? ვის უნდა უჩივლოს? მე უნდა მიჩივლოს? მგონი, არასწორ კითხვას ამბობთ, არ არის ნამდვილად საინტერესო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება კითვხას, „არ აპირებთ გამოკითხვაზე მისვლას და იმის დამტკიცებას, რომ გიორგი გახარია ნარკოტიკის მომხმარებელია?“, – ღარიბაშვილის თქმით, „ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა დაამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი“.

„ვფიქრობ, ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა დაამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი. არ არის საინტერესო,  ჩვენს მოსახლეობას არ აინტერესებს ამა თუ იმ ადამიანის ნარკოდამოკიდებულება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.