ირაკლი ღარიბაშვილი - მე მაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები, ჩვენ გვჭირდება განვითარება, მშვიდობა, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად
ირაკლი ღარიბაშვილი - მე მაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები, ჩვენ გვჭირდება განვითარება, მშვიდობა, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად

ჯერ არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ ვართ. როგორ ფიქრობთ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დავიცვათ და ქვეყანა გავაერთიანოთ, ამაზე იფიქრეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ სწორი, პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება მოახერხა.

„მე მაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენი ომი ომი არ არის და უკრაინის ომი ომია? ჯერ არც ნატო-ს წევრი ქვეყანა ვართ და არც ევროკავშირის. როგორ ფიქრობთ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დავიცვათ და ქვეყანა გავაერთიანოთ. ამაზე იფიქრეთ, ამაზე უნდა ესაუბროთ ხალხს. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეს არის მართლაც უპრეცედენტო. ამდენი ომებით ქვეყანა არის დაღლილი. ჩვენ გვჭირდება ამოსუნთქვა, განვითარება, მშვიდობა. ევროპა საიდან განვითარდა, გაბრწყინდა, ომები არ ჰქონდა. ჩვენმა ხელისუფლებამ სწორი, პრაგმატული პოლიტიკით  მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება. როგორ მოვახერხეთ, ისწავლეთ გაკვეთილები“, – განაცხადა პრემიერმა.