ირაკლი ღარიბაშვილი - მართლმსაჯულების წინაშე წარდგება ყველა, ვინც ტატუნაშვილის სიკვდილშია დამნაშავე, ამ მიმართულებით ხელისუფლება იყენებს სამართლებრივ და საერთაშორისო ბერკეტებს
ირაკლი ღარიბაშვილი - მართლმსაჯულების წინაშე წარდგება ყველა, ვინც ტატუნაშვილის სიკვდილშია დამნაშავე, ამ მიმართულებით ხელისუფლება იყენებს სამართლებრივ და საერთაშორისო ბერკეტებს

მართლმსაჯულების წინაშე წარდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ბერკეტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, „დღეს ჩვენი დროის გმირი, არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა“.

„თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში იგი საკუთარ თავში განასახიერებდა ქართველი კაცის ყველა საუკეთესო თვისებას. ოკუპაციასთან მისი შეურიგებლობა და სამშობლოს ერთგულება სამაგალითოა ჩვენი ახალგაზრდობისთვის, საზოგადოების თითოეული წევრისათვის, მომავალი თაობებისათვის.

მართლმსაჯულების წინაშე წარდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ბერკეტს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღეს ჩვენი დროის გმირი, არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა.

თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში იგი საკუთარ თავში…

Posted by Irakli Garibashvili on ხუთშაბათი, 01 აპრილი, 2021

დატოვე კომენტარი