ირაკლი ღარიბაშვილი მარინა კალიურანდთან შეხვედრის შესახებ – შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ დიალოგს, დაინტერესებულ მხარეებს შორის, არსებითი მნიშვნელობა აქვს

15:57, 17.03.2021

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელ მარინა კალიურანდთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაური წერს, რომ შეხვედრაზე განხილული იყო სხვადასხვა სფეროში საქართველო-ევროკავშირის წარმატებული თანამშრომლობა.

„შევხვდი მარინა კალიურანდს, საქართველოს ნამდვილ მეგობარს და აქტიურ მხარდამჭერს. განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის წარმატებული თანამშრომლობა რიგ სფეროებში. შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ დიალოგს, დაინტერესებულ მხარეებს შორის, არსებითი მნიშვნელობა აქვს. ევროპარლამენტის მზარდი ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ დაახლოებას ევროკავშირთან“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი