ირაკლი ღარიბაშვილი - მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დროულად განხორციელდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები
ირაკლი ღარიბაშვილი - მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დროულად განხორციელდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

იცით, რომ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დროულად განხორციელდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, მათ შორის, სამწუხაროდ, ჩვენი დაღუპული მოქალაქეების ძებნის სამუშაოები, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მომხდართან დაკავშირებით.

„დიდი ტრაგედიაა, ეს არის საშინელი ტრაგედია, ამდენი ადამიანი დაიღუპა, შეეწირა ამ სტიქიას და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიზიარებ ჩვენი მთელი საზოგადოების მწუხარებას“, – განაცხადა პრემიერმა.